რეზონანსი
22.04.2019

 დაბა წყნეთში მეხანძრე-მაშველებმა ხევში ჩარჩენილი 2 მოქალაქე უვნებლად ამოიყვანეს. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მოქალაქეები შოთა რუსთაველის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ, დაახლოებით 15 მეტრის სიღრმის ხევში იმყოფებოდნენ და ამოსვლას ვეღარ ახერხებდნენ.

ცუდი ხილვადობის და რთული მეტეოროლოგიური პირობების მიუხედავად, მეხანძრე-მაშველებმა ორივე მოქალაქე უსაფრთხო ადგილზე რამდენიმე წუთში გამოიყვანეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×