რეზონანსი
22.04.2019

 ფოთში, ჭავჭავაძის ქუჩაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა. თვითმხილველთა ინფორმაციით, "ფორდის" მარკის ავტომანქანა ელექტრობოძს დაეჯახა, წაქცეული ბოძი კი იქვე, ჭიშკართან მდგომ ახალგაზრდა მამაკაცს დაეცა.

დაშავებულია მანქანის მძღოლიც. ადგილზე სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ორი ბრიგადა იმყოფებოდა.

"ადგილზე მისულებს დაგვხვდა ორი დაშავებული. გავუწიეთ შესაბამისი დახმარება და გადავიყვანეთ ქალაქის ჰოსპიტალში. ჭიშკართან მდგომი ახალგაზრდა მამაკაცის მდგომარეობა კრიტიკული, მეორის კი - სტაბილურია", - განაცხადა საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ფოთის ცენტრის მენეჯერმა კესო გელენიძემ.

(აიპიენი)

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×