რეზონანსი
21.04.2019

 საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა და ოდესის ოლქის ყოფილმა გუბერნატორმა, მიხეილ სააკაშვილმა შუამდგომლობა წარადგინა, რომ უკრაინაში ჩასვლის აკრძალვა მოუხსნან. მიხეილ სააკაშვილმა ტელეკომპანია „ნაშ“-ის ეთერში განაცხადა, რომ უკვე შეძენილი აქვს ბილეთი და იურისტის დახმარებით, აკრძალვის გაუქმებაზე უკრაინის უსაფრთხოების სამსახურს მიმართა.

„მე მაქვს ბილეთი და უკვე მივმართე ხელისუფლებას, რომ უკრაინაში ჩასვლის აკრძალვა გააუქმონ, რომელიც პეტრო პოროშენკომ უკანონოდ დააწესა. უსამართლობაა ჩემი უკრაინიდან გაშვება, რომელიც მე ისევე მიყვარს, როგორც ჩემი მშობლიური საქართველო“, – აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.

ეგზიტპოლების შედეგებზე საუბრისას მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, რომ შედეგი ნამდვილი საარჩევნო რევოლუციაა.

(1tv.ge)

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×