უკრაინას, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის შემდეგ, დიდი ალბათობით, ახალი პრეზიდენტი - მსახიობი ვლადიმირ ზელენსკი ეყოლება. წინასწარი ეგზიტპოლების მიხედვით, იგი ყველა რეგიონში დამაჯერებლად ამარცხებს თავის კონკურენტს - მოქმედ პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს.
ეგზიტპოლების შედეგები ასე გამოიყურება: უკრაინის მასშტაბით ზელენსკის ხმათა 71.8% აქვს, ხოლო პოროშენკოს - 28.2%.
სამხრეთ უკრაინაში: ზელენსკი - 73.4%, პოროშენკო - 26.6%;
აღმოსავლეთ უკრაინაში - ზელენსკი - 88,8%, პოროშენკო -11.2%;
დასავლეთ უკრაინაში: ზელენსკი 55.6%, პოროშენკო - 44.4%;
ცენტრალურ უკრაინაში: ზელენსკი - 72.9%, პოროშენკო - 27.1%.