რეზონანსი
21.04.2019

 (რეზონანსი) რაც დღეს მოხდა, ჩვენს ურთიერთობებს და ჩვენს ძმობას არ შეეფერება. დღეს ჩვენ აქ მტყუანის და მართლის ძებნას არავინ ვაპირებთ, - ასე მიმართაპანკისელებს შს მინისტრმა გიორგი გახარიამ.

გახარია უხუცესებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ პანკისის სხვა მცხოვრებლებთან მივიდა და მათ გაესაუბრა.

შს მინისტრმა მათ დამშვიდებისკენ მოუწოდა.

„რაც დღეს მოხდა, ჩვენს ურთიერთობებს და ჩვენს ძმობას არ შეეფერება. დღეს ჩვენ აქ მტყუანის და მართლის ძებნას არავინ ვაპირებთ. ახლა ყველა უნდა დავწყნარდეთ, დავმშვიდდეთ და ამის მერე უნდა გავარკვიოთ, სად შეგვეშალა, ვის შეგვეშალა, ვინ დამნაშავეა და ასე შემდეგ. დღეს ახლა ვჩერდებით. თუ ვინმემ დაარღვია კანონი ეს ცალკე სალაპარაკოა", - განაცხადა გახარიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×