რეზონანსი
21.04.2019

 (რეზონანსი) თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი პანკისში იმყოფება, ის ხეობაში რამდენიმე წუთის წინ ჩავიდა.

მისი თქმით, ის პანკისის მოსახლეობას შეხვდება და ვითარების განმუხტვას შეეცდება.

"ახლა ჩამოვედი ხეობაში. ძალიან რთული ვითარებაა. შორს წასული პროცესია, მაგრამ შევეცდები, ვითარება დავაწყნარო. ჩემი პანკისელები მე დამიჯერებენ", - აცხადებს მაჩალიკაშვილი "2020NEWS"- სთან.

რაც შეეხება მისი დაკავების შესახებ გავრცელებულ ინფორაციას, მალხაზ მაჩალიკაშვილი ამბობს, ის პოლიციამ გააჩერა, გამოკითხა, სად მიდიოდა.

"დაკავება და კონფლიქტური სიტუაცია არ ყოფილა," - დასძენს მაჩალიკაშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×