რეზონანსი
21.04.2019

 (რეზონანსი) პანკისის ხეობაში ადგილობრივებმა პოლიციასთან შეტაკების დროს შპს „ფერის" კუთვნილ ტექნიკას ცეცხლი წაუკიდეს.

როგორც ისინი აცხადებენ, არ აპირებენ გაჩერებას და ღამის განმავლობაში დარჩებიან ადგილზე და არ მისცემენ უფლებას სამართალდამცველებს, რომ მათ ტერიტორიაზე შევიდნენ.

ამ დროისთვის პანკისში უკიდურესად დაძაბული ვითარებაა. ადგილზე უკვე გაემართა შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია, რომელიც კახეთში აქციის მონაწილეთა ნაწილს ხვდებოდა. თუმცა მათ, პროტესტის ნიშნად შეხვედრა დატოვეს.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×