რეზონანსი
21.04.2019

 (რეზონანსი) კახეთის სამხარეო სამმართველოს შენობა პანკისელების ნაწილმა მიმდინარე მოვლენების გამო პროტესტის ნიშნად დატოვა. მათი განცხადებით, შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ შეხვედრაზე თქვა, რომ დათმობაზე არ წავა, თუ ერთი პოლიციელი მაინც დაშავდება.

ასევე გიორგი გახარიამაც მოადგილესთან ერთად შენობა დატოვა და ისინი პანკისის მიმართულებით გაემგზავრნენ. მოლაპარაკება კი ჩაიშალა.

ამ წუთებში პანკისში ვითარება უკიდურესად დაძაბულია. აქციის მონაწილეები სპეცდანიშნულების რაზმს ქვებს და ჯოხებს უშენენ, შეკრებილების წინააღმდეგ კი სპეცდანიშნულების რაზმის წარმომადგენლებმა ცრემლსადენ გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×