რეზონანსი
21.04.2019

 (რეზონანსი) მეუღლის ინფორმაციით, პანკისში მიმავალი მალხაზ მაჩალიკაშვილი პოლიციამ გომბორის გზაზე დააკავა. ამის შესახებ ინფორმაციას "ინტერპრესნიუსი" ავრცელებს.

როგორც მედიკო მარგოშვილი აცხადებს, მალხაზ მაჩალიკაშვილს პოლიციის 10-მდე მანქანამ გზა გადაუკეტა და დააკავეს.

მისი თქმით, მალხაზ მაჩალიკაშვილი გურჯაანის პოლიციის განყოფილებაში მიჰყავთთ. მედიკო მარგოშვილი პოლიციას მოუწოდებს, დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ მისი ქმარი და ამისთვის შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ საათს აძლევს.

„ჩემი ქმარი აქ, პანკისში მოდიოდა. მოვითხოვ გაათავისუფლონ. ერთ საათს ვაძლევ. სისხლს დავღვრით და არ გავჩერდებით", - განაცხადა მედიკო მარგოშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×