რეზონანსი
21.04.2019

 (რეზონანსი) პანკისის ხეობის სოფელ დუისის შესასვლელში პოლიციის წყლის ჭავლის მანქანები და სპეცრაზმია მობილიზებული.

სოფელი ბირკიანი, სადაც ადგილობრივები ჰესის მშენებლობას აპროტესტებენ, დუისიდან დაახლოებით რვა კილომეტრში მდებარეობს. ამასთან, პანკისის ხეობისკენ შსს-ს დამატებით ჯგუფები მიდიან.

სოფელ ბირკიანში მდგომარეობა დღეს დილით დაიძაბა. ჰესის მშენებლობის დაწყებას ადგილობრივებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოჰყვა. დაშავებულია რამდენიმე ადამიანი, მათგან სამი პოლიციელია.

ამ დროისთვის ბირკიანში შედარებით სიმშვიდეა. თუმცა ადგილობრივებმა ჰესის მშენებლობის მიმდებარე ტერიტორიაზე კარვების გაშლა დაიწყეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×