რეზონანსი
21.04.2019

 (რეზონანსი) უკრაინის პრეზიდენტობის კანდიდატმა ვლადიმირ ზელენსკიმ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ხმა მისცა. მან მედიასთან მოკლე კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ საღამოს შედეგებს შტაბში, გუნდის წევრებთან ერთად დაელოდება.

„ძალიან კარგი დილა იყო. ბავშვები, შემწვარი კვერცხი და ხასიათისთვის დილიდან ცოლმა „ემინემის" სიმღერა მომასმენინა. ყველაფერი კარგად იქნება. ახლა მივდივარ გუნდთან, ისინი ნერვიულობენ და მათ გავამხნევებ. შემდეგ კი დაველოდები შედეგებს", - განაცხდა საარჩევნო უბანზე მისულმა ვლადიმირ ზელენსკიმ.

უკრაინაში დღეს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური იმართება. კანდიდატებს შორის მოქმედი პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო და მსახიობი და შოუმენი ვლადიმირ ზელენსკი არიან.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×