რეზონანსი
21.04.2019

 (რეზონანსი) პანკისის ხეობაში, სოფელ ბირკიანში ადგილობრივები პროტესტის შეწყვეტას არ აპირებენ. მათი ნაწილი კარვების გაშლას აპირებს და ღამით დარჩენას არ გამორიცხავენ.

ისინი აცხადებენ, რომ პოლიცის მობილიზების არ ეშინიათ და არავის მისცემენ უფლებას, ჰესის მშენებლობა გაგრძელდეს. მათმა ნაწილმა ფიცი დადო, რომ ხეობაში ჰესების მშენებლობას არ დაუშვებს.

"არ მივცემთ უფლებას, აშენდეს აქ ჰესი. ღამეც დავრჩებით და დღეც. ცეცხლიც ავანთეთ და კარვებსაც გავშლით", - განაცხადა ადგილობრივმა დარეჯან ფარეულიძემ.

ჰესის მშენებლობის გასაპროტესტებლად მისულ მოსახლეობასა და სპეცდანიშნულების რაზმს შორის დაპირისპირება მოხდა.

პანკისის ხეობაში ჰესის მშენებლობის ხელის შეშლა სცადა ადგილობრივმა მოსახლეობამ, რისი საშუალებაც მათ სამართალდამცველებმა არ მისცეს. აქციის მონაწილეებმა სპეცდანიშნულების რაზმს ქვები დაუშინეს. სპეცრაზმმა შეკრებილების წინააღმდეგ ცრელმსადენი გაზი გამოიყენა

ჰესის სამშენებლო სამუშაოები ამ დროისთვის შეჩერებულია.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×