რეზონანსი
21.04.2019

 (რეზონანსი) პანკისის ხეობის მოსახლეობის ნაწილი თელავში, პოლიციის სამმართველოში წავიდა, სადაც შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე კახა საბანაძემ აქციის მონაწილეები მოლაპარაკებებისთვის მიიწვია.

ამ წუთებში პანკისის ხეობაში სიმშვიდეა. ადგილზე რჩებიან სპეცდანიშნულების რაზმის წარმომადგენლები. ასევე აქციის მონაწილეები. ჰესის სამშენებლო სამუშაოები ამ დროისთვის შეჩერებულია.

დღეს ჰესის მშენებლობის გასაპროტესტებლად მისულ მოსახლეობასა და სპეცდანიშნულების რაზმს შორის დაპირისპირება მოხდა.

პანკისის ხეობაში ჰესის მშენებლობის ხელის შეშლა სცადა ადგილობრივმა მოსახლეობამ, რისი საშუალებაც მათ სამართალდამცველებმა არ მისცეს. აქციის მონაწილეებმა სპეცდანიშნულების რაზმს ქვები დაუშინეს. სპეცრაზმმა შეკრებილების წინააღმდეგ ცრელმსადენი გაზი გამოიყენა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×