რეზონანსი
21.04.2019

 (რეზონანსი) სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს" პატრიარქის პირადმა ექიმმა ცისანა შარტავამ განუცხადა.

ექიმის თქმით, ილია მეორე გაციებულია და ამიტომ ექიმების რეკომენდაცია იყო, რომ დარჩენილიყო საპატრიარქოში.

მისივე ინფორმაციით, პატრიარქი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და მას ექიმთა რაიმე განსაკუთრებული ჩარევა არ სჭირდება.

დღეს, ილია მეორე ბზობის დღესასწაულზე სამების საკათედრო ტაძარში არ იმყოფებოდა და მის ნაცვლად სადღესასწაულო წირვა მისმა მოსაყდრემ მეუფე შიომ ჩაატარა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×