(რეზონანსი) შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, კახა საბანაძემ პანკისის ხეობაში შეკრებილებს დიალოგისკენ მოუწოდა.
როგორც საბანაძემ ადგილზე განაცხადა, ჰესის სამშენებლო სამუშაოები შეჩერებულია. ის სთავაზობს აქციის მონაწილეებს წავიდნენ თელავში და საკითხზე მოლაპარაკებები გამართონ.
„გეუბნებით ყველას, როგორც ჩვენს მოქალქეებს, ვინც კანონს დაარღვევს და პოლიციელს შეეხება, უმკაცრესად დაისჯება. სანაცვლოდ გეუბნებით, პოლიციელი უკანონო ქმედებას არ ჩაიდენს.
გამოყავით თქვენი წარმომადგენლები, წავიყვანოთ თელავში, ჩამოვყალიბდეთ და ვისაუბროთ თემაზე. მოგიწოდებთ მშვიდობისკენ. პოლიცია მოწოდებულია, აღასრულოს კანონი და დაიცვას თქვენი ინტერესები. დიალოგს ალტერნატივა არ აქვს. მუშაობა შეჩერებულია. დავსხდეთ და მოვილაპარაკოთ",- განაცხადა საბანაძემ.