რეზონანსი
21.04.2019

 (რეზონანსი) გავრცელებული ინფორმაციით, პანკისის ხეობაში ადგილობრივებსა და სპეცდანიშნულების რაზმს შორის დაპირისპირების შედეგად, რამდენიმე ადამიანი დაშავდა.

ადგილზე სასწრაფო სამედიცონო სამსახურის ერთი ბრიგადაა მობილიზებული.

ამ წუთებში ადგილზე მობილიზებული სამართალდამცველები არ აძლევენ საშუალებას აქციის მონაწილეებს, მივიდნენ მძიმე ტექნიკამდე, რომელიც ჰესის მშენებლობისთვისაა ადგილზე მობილიზებული.

ჰესის მშენებლობაზე მომუშავე ტრაქტორის ხელის შეშლა სცადა ადგილობრივმა მოსახლეობამ, რისი საშუალებაც მათ სამართალდამცველებმა არ მისცეს. აქციის მონაწილეებმა სპეცდანიშნულების რაზმს ქვები დაუშინეს. სპეცრაზმმა შეკრებილების წინააღმდეგ ცრელმსადენი გაზი გამოიყენა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×