რეზონანსი
21.04.2019

 პანკისის ხეობაში დაგეგმილი ჰესების მშენებლობა დღეს იწყება. ადგილობრივები ჰესების მშენებლობის წინააღმდეგები არიან და ამის გამო, საპროტესტო აქცია რამდენჯერმე გამართეს. ადგილობრივები ამბობენ, რომ მშენებელ კომპანიას ხეობაში კიდევ ერთი ჰესის მშენებლობის საშუალებას არ მისცემენ.

"ამ წუთებში, პანკისის ხეობაში უკიდურესად დაძაბლული ვითარებაა", - ამის შესახებ ხეობის მკვიდრი მუსა პანკისელი წერს.

კიდევ ერთი პანკისელი, რამზან გორგიშვილი კი სოციალურ ქსელსი შემდეგ ინფორმაციას ავრცელებს:

„პანკისში ჰესების მშენებლობა დაიწყო. სპეცრაზმის კოლონებიც გამოჩნდა. მადლობა სახელმწიფოს. ეხლა გასაგებია თუ რატომ ვთამაშობდით ამ მინისტრობანას ბოლო დღეებში. ცირკი!“

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×