რეზონანსი
20.04.2019

 საქართველოსა და უკრაინის  ნატოში გაწევრიანება ხელს შეუწყობს შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების გამტკიცებას, რომელსაც თავისი მხრიბ ძირს უთხრის რუსეთი, -  განაცხადეს თურქრთის, პოლონეთისა და რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა.

"ისეთი ქვეყნები, როგორებიცაა საქართველო და უკრაინა უნდა გახდნენ ნატოს წევრები. ჩვენ ასევე არანაირი ფორნით არ ვაღიარებთ ყირიმის ანექსიას, - განაცხადა რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა თეოდორ მელეშკანუმ.

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის იაცეკ ჩაპუტოვიჩის აზრით, რუსეთის ქმედებები შავ ზღვაზე საფრთხეს უქმნის ევროპის უსაფრთხოებას, ამიტომ პოლონეთი მხარს უჭერს ნატოს გაძლიერებას შავი ზღვის ბასეინში.

"ჩვენ განსაკუთრებით ვცდილობთ დავეხმაროთ შავი ზღვის რეგიონის ქვეყნებს, უკრაინა ერთ-ერთი ასეთი ქვეყანაა. ჩვენ ასევე მხარს ვუჭერთ საქართველოს რაც შეიძლება ჩქარა ნატოში გაწევრიანებს", - განაცხადა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×