რეზონანსი
20.04.2019

 (რეზონანსი) 10 უკრაინელი მცირეწლოვანი ბავშვის თანხმლები ქალი ამბობს, რომ ბავშვები მისი შვილები არიან და საქართველოს გავლით მეუღლესთან სხვა ქვეყანაში აპირებს ჩასვლას.

მან მედიას კომენტარი ცოტა ხნის წინ, ბავშვების ქუთაისის კლინიკაში გადმოყვანის შემდეგ მისცა. 10 ბავშვის თანმხლები ქალი ამბობს, რომ ის უკრაინიდან ჩამოვიდა.

„ტრანზიტით ჩემს შვილებთან ერთად მივდივარ ქმართან, სხვა ქვეყანაში. ესენი ჩემი შვილები არიან. პოლიციასთან დავაფიქსირე იმ ბავშების სია, რომელთან ერთადაც კლინიკაში შემოვედი", - განაცხადა მან.

ამჟამად ქალს პოლიცია გამოკითხვას უტარებს.

შეგახსენებთ, რომ დღეს ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში კვებითი ინტოქსიკაციის ნიშნებით 10 ბავშვი შეიყვანეს, მათ შორის ერთი შვიდი თვის გოგონა. ბავშვები ზუგდიდში, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში ქალთან ერთად ცხოვრობდნენ.

ამასთან, უკრაინის მოქალაქის მიერ საქართველოში 10 მცირეწლოვანი ბავშვის ჩამოყვანასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოძიებას აწარმოებს. შსს ტრეფიკინგის ვერსიაზე მუშაობს. უწყებაში ამბობენ, რომ ქალი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადასვლას აპირებდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×