რეზონანსი
20.04.2019

 (რეზონანსი) ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ აჭყვისთავში მაღაზიიდან შესაწირი ყუთი მოიპარეს.

ყუთში, რომელშიც სოფელი ტაძრის მშენებლობისთვის თანხას აგროვებდა, დაახლოებით, 700 ლარამდე იყო. ქურდებმა ასევე წაიღეს ნავაჭრი თანხა, 170 ლარამდე და საკვები პროდუქტები.

სოფლის ცენტრში მდებარე მაღაზიის ბოქლომი დამნაშავეებმა, სავარაუდოდ, გვიან ღამით გატეხეს და შიგნით ასე შეაღწიეს.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×