რეზონანსი
20.04.2019

 (რეზონანსი) „ათივე შვილი ჩვენია, 6 სუროგაციით გვყავს გაჩენილი... არანაირ ტრეფიკინგს ადგილი არ ჰქონია," - ეს განცხადება უკრაინის მოქალაქემ გააკეთა, რომლის მეუღლის წინააღმდეგაც ტრეფიკინგის ბრალდებით გამოძიება დაიწყო.

საქმე ეხება ზუგდიდში მომხდარ შემთხვევას, როდესაც ქალაქის რეფერალურ საავადმყოფოში 10 ბავშვი კვებითი ინტოქსიკაციით შეიყვანეს. ისინი ზუგდიდში, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში, მეურვესთან ერთად ცხოვრობდნენ.

გავრცელებული ინფორმაციით, არასრულწლოვანები უკრაინის მოქალაქეები არიან და ბინა რამდენიმე დღით მათმა მეურვემ იქირავა. უკრაინის მოქალაქე ამტკიცებს, რომ ბავშვები მისი შვილები არიან. თუმცა ადგილობრივებს ეჭვი აქვთ რომ ქალს ბავშვები აფხაზეთში გასაყიდად გადაყავდა.

ტრეფიკინგის ბრალდებას უარყოფს მამაკაცი, რომელმაც ბინა იქირავა და აცხადებს, რომ ბავშვების მამაა.

„ათივე შვილი ჩვენია, 6 სუროგაციით გვყავს გაჩენილი. უკრაინის მოქალაქე ვარ, სოხუმში ბინა ვიქირავეთ და იქ ვაპირებდით საცხოვრებლად გადასვლას. არანაირ ტრეფიკინგს ადგილი არ ჰქონია. ჩემი ოჯახი საქართველოში უკვე 10 დღეა, რაც იმყოფება. ისინი თბილისიდან ზუგდიდის გავლით აპირებდნენ აფხაზეთში გადასვლას და დოკუმენტების მოწესრიგებას ელოდებოდნენ. ახლა რუსეთში ვარ და ვაპირებ აფხაზეთში ჩავიდე," - განაცხადა უკრაინის მოქალაქემ "რუსთავი2" - თან.

შსს-ს ინფორმაციით, უკრაინის მოქალაქე, რომელიც ზუგდიდში ერთ-ერთ ბინაში 10 ბავშვთან ერთად ცხოვრობდა, ამტკიცებს, რომ ისინი მისი შვილები არიან. თუმცა, გამოძიების თანახმად, გამოიკვეთა, რომ 10 ბავშვიდან ოთხი 2017 წელს არის დაბადებული. სწორედ ამის გამო დაიწყო შსს-მ უკრაინელი მოქალაქის მიმართ ტრეფიკინგის ბრალდებით გამოძიება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×