რეზონანსი
20.04.2019

 (რეზონანსი) თბილისში თავხელიძის ქუჩაზე მდებარე „ევექსიკის" კლინიკიდან ევაკუაცია გამოცხადდა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სასამსახურის ინფორმაციით, 112-ში შეტყობინება კლინიკის მედპერსონალისგან შევიდა. მათ შენობის ადმინისტრაციულ ნაწილში, სადაც მხოლოდ ექიმები და სხვა თანამშრომლები იმყოფებოდნენ გაზის სუნი იგრძნეს. ევაკუაცია არ შეხებია პაციენტებს.

ადგილზე მივიდა როგორც სამაშველო, ასევე ქიმიური, ბირთვული და რადიაციული საფრთხეების პრევენციის ჯგუფი. სპეციალისტები ამ დროისთვის მუშაობას უკვე ასრულებენ. მათი ინფორმაციით ადგილზე საფრთხე არ აღმოჩნდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×