რეზონანსი
20.04.2019

 პარლამენტარი ზაქარია ქუცნაშვილი უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს მას ეკუთვნის ფრაზა იმის შესახებ, რომ 4 ლარი დღეში ადამიანის გამოსაკვებად საკმარისია: „ეს ფეიკ ნიუსია. თუ ეს „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტების გავრცელებულია, მაშინ გამოდის, რომ ისინი პირდაპირ ტყუილის თქმაზე გადავიდნენ, კომენტარის გაყალბებით და აპრობირებული თემის გარშემო ფეიკ ნიუსების გავრცელებით,“ - აცხადებს იგი.

ქუცნაშვილი ამტკიცებს, რომ კომენტარში პირიქით თქვა, „რომ ერთი ზრდასრული მამაკაცის გამოკვებისთვის თვეში 120 ლარი მცირეა და სტატისტიკის ეროვნული სააგენტო საარსებო მინუმიმის გამოთვლისას იყენებს ძველ მეთოდოლოგია, რითაც სასურსათო კალათის წილი საარსებო მინიმუმში 60-70%-ია, ხოლო ყველა სხვა ხარჯის - 30-40%, რაც არასწორია. შესაბამისად ხარჯები: ტრანსპორტირებაზე, განათლებაზე, ჩაცმაზე, ინფორმაციაზე, კულტურული მიღწევებით სარგებლობაზე, კომუნალურ გადასახადებზე და ჰიგიენაზე ძალზედ მცირე გამოდის“.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×