რეზონანსი
20.04.2019

 პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დავით გარეჯის მონასტერში იმყოფებოდა და მის სავალალო მდგომარეობას გაეცნო.

„აუცილებელია, ძალიან სწრაფად დაიწყოს ამ ძეგლის აღდგენა. სწორედ, ამას ემსახურება „ევროპა ნოსტრას“ მიერ დავით გარეჯის საფრთხის ქვეშ მყოფ ძეგლად გამოცხადება. აუცილებელია ამ საქმეს სასწრაფოდ შევუდგეთ“, – განაცხადა მან მონასტრის კედლებზე თვითნებურად გაკეთებულ წარწერებსა და არსებული დაზიანებების დათვალიერების შემდეგ. 

პრეზიდენტს ვიზიტისას თან  „ევროპა ნოსტრას“ წარმომადგენლები ახლდნენ.

„ევროპა ნოსტრა“ კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობის დაცვის საზოგადოების პანევროპული ქსელია, რომელიც ევროპის 50-ზე მეტი ქვეყნიდან 250 საზოგადოებრივ ორგანიზაციას, 150 ასოცირებულ და 1500 ინდივიდუალურ წევრს აერთიანებს.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×