რეზონანსი
20.04.2019

 ბათუმში, რ. კომახიძის ქუჩაზე, საცხოვრებელ სახლში გაჩენილი ხანძარი

ლიკვიდირებულია. ადგილზე მუშაობდა მეხანძრე-მაშველთა 11 ჯგუფი. მათი ოპერატიული მოქმედების შედეგად, გადარჩენილია საცხოვრებელი სახლის უმეტესი ნაწილი. ჯამში, დამწვარია 450

კვადრატულ მეტრამდე ფართობი – შენობის მეორე სართული და სასხვენო

გადახურვა.

ხანძრის ქრობისას, შინაგან საქმეთა სამინისტროს მეხანძრე-მაშველებმა სახლიდან ოქროს სამკაულების გამოტანა შეძლეს და მფლობელს სრულად დაუბრუნეს.

მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×