რეზონანსი
20.04.2019

 პარლამენტის წევრი ნატო ჩხეიძე საქართველოს დამოუკიდებლობის დღის, 26 მაისის გაუქმებას მოითხოვს და მიიჩნევს, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის დღე 9 აპრილს უნდა დაწესდეს. ნატო ჩხეიძემ შესაბამისი ცვლილებები „შრომის კოდექსში”მოამზადა, რომლის ინიცირება 22 აპრილს, პარლამენტის ბიუროს სხდომაზე მოხდება.

"26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა ისტორიის გადაკეთების მცდელობაა, რადგან 26 მაისი არ შეიძლება იყოს საქართველოს დამოუკიდებლობის დღე სწორედ იმიტომ, რომ 26 მაისს საქართველოს დღევანდელი სახელმწიფო არ დაფუძნებულა.

1918 წლის 26 მაისს საქართველოს მრავალსაუკუნოვანი სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა აღდგა. დაახლოებით სამწლიანი დამოუკიდებელი რესპუბლიკის არსებობა 1921 წლის 25 თებერვალს შეწყდა, როდესაც ბოლშევიკურმა რუსეთმა საქართველოს ოკუპაცია ისევ განახორციელა და ფაქტობრივად, 70 წლის განმავლობაში საქართველოს რესპუბლიკა საბჭოთა რუსეთის კოლონია იყო. 1991 წლის 9 აპრილს საქართველომ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა კვლავ მოიპოვა, რაც საქართველოს კონსტიტუციაში ასახულია კიდეც,” – წერია დეპუტატის მიერ მომზადებულ კანონპროექტში.

“კონსტიტუციაში 9 აპრილია მითითებული ქვეყნის დამოუკიდებლობის დღედ. კონსტიტუცია მაღლა დგას ორგანულ კანონზე. აშკარა კოლიზიაა. ერთ- ერთი თარიღი უნდა დარჩეს, ორივე ჩანაწერი ერთად ნონსენსია. ამიტომ უნდა შეიცვალოს 26 მაისი 9 აპრილით. ეს სამართლებრივი მხარეა ამ თემის. ცხადია, პოლიტიკური სარჩული სულ სხვაა. ჰოდა, ის სარჩულიც უნდა გადაიფხრიწოს, - წერს ნატო ჩხეიძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×