რეზონანსი
20.04.2019

 ძველ ბათუმში საცხოვრებელი სახლის სახურავს ცეცხლი გაუჩნდა. ხანძრის შედეგად, ქალაქის ისტორიულ ნაწილში, კომახიძის ქუჩაზე მდებარე ორსართულიანი სახლის სახურავი დაიწვა. სულ დამწვარია 400 კვადრატული მეტრი ფართი. ასევე, დაზიანებულია სახლის მცოხვრებთა საყოფაცხოვრებო ნივთები.

სახანძრო სამსახურის წარმომადგენლებმა ხანძრის ლიკვიდაცია დაახლოებით ერთ საათში შეძლეს.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×