რეზონანსი
20.04.2019

 სინოპტიკოსების ცნობით, შაბათ-კვირას გამოდარებას არ უნდა ველოდოთ. მოსალოდნელი არ არის არც ტემპერატურის მატება. ოდნავ უკეთესი მდგომარეობა იქნება ორშაბათს, ხოლო მზიანი ამინდი მხოლოდ სამშაბათიდან არის ნავარაუდევი.

20-21 აპრილს დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, ხოლო მთაში თოვლი. ტემპერატურა დაბლობაში 11-14 გრადუსის ფარგლებში იქნება.

აღმოსავლეთ საქართველოშიც ანალოგიური ამინდია მოსალოდნელი. ბარში ტემპერატურა 11-13 გრადუსს არ გადააჭარბებს, ხოლო მთაში ითოვებს. რიგ საგზაო მონაკვეთებზე შეიზღუდება ავტოტრანსპორტით გადაადგილება.

რაც შეეხება დედაქალაქს, 20-21 აპრილს თითქმის განუწყვეტელი წვიმაა. ტემპერატურა დაბალ ნიშნულზე დარჩება და 10-12 გრადუსის ფარგლებში იმერყევებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×