რეზონანსი
20.04.2019

 ონკოლოგიური პაციენტი, რომელსაც საცხოვრებელი არ გააჩნია მე-4 დღეა ღამეს ქუჩაში ათევს. ინფორმაცია სოციალურ ქსელში გავრცელდა.

“ვლადიმერ ვარდიაშვილი, დაბადებული 1954 წ. ონკოლოგიური პაციენტი, არ გააჩნია საცხოვრებელი, არის სოციალურად დაუცველი, უჭირს გადაადგილება.

მე-4 დღეა ღამეს ღია ცის ქვეშ ათენებს, სკვერში, მისამართზე დავით აღმაშენებლის 136, ავტობუსის გაჩერებასთან.

ყოველდღე გამოძახებული არის პოლიცია და სასწრაფო სამედიცინო დახმარება, სოციალური სააგენტოს მუშაკები, ჯანმრთელობის დაცვის სამინისტრო …. მაგრამ ეს ადამიანი კვლავაც – ყოველ ღამე ათენებს, წვიმაში, ბეტონზე", – წერს სოციალური ქსელის მომხმარებელი, რომელმაც ინფორმაცია და ფოტომასალა გაავრცელა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×