რეზონანსი
19.04.2019

 ქუთაისში "დაჩების" ტერიტორიაზე საცხოვრებელი სახლი მთლიანად დაიწვა. დაზარალებულის განცხადებით, უცნობმა პირმა ეზოში ბენზინით სავსე ბოთლები შეაგდო, რის შედეგად საწვავი აალდა და ცეცხლი სახლს მოედო. შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია. მეპატრონემ სახლიდან გამოსვლა დროულად მოასწრო. ადგილზე რამდენიმე სახანძრო და სამაშველო ბრიგადა მუშაობს.

ცეცხლის ძირითადი ნაწილი უკვე ლოკალიზებულია.

(აიპრესი)

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×