რეზონანსი
19.04.2019

 (რეზონანსი) რუსთავში, მელიქიშვილის ქუჩაზე "მერსედესის" მარკის ავტომობილი ბავშვთა სახლის ღობეს შეეჯახა და ღობესთან გამავალი ბუნებრივი აირის მილი დააზიანა.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

როგორც ავტომანქანის მძღოლმა "ინფო რუსთავთან" საუბარში განაცხადა, მას მუხრუჭმა უმტყუნა, რამაც შეჯახება გამოიწვია.

ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო დახმარების, საპატრულო პოლიციისა და სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟები. შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ სოკარ ჯორჯია გაზის წარმომადგენლებიც.

მილის დაზიანების შედეგად დროებით მიმდებარე ტერიტორიის მაცხოვრებლებს ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყდათ. როგოც სოკარ ჯორჯია გაზში აცხადებენ, ტექნიკური სამუშაოების დასრულების შემდეგ, ადგილობრივებს ბუნებრივი აირის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღუდგებათ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×