რეზონანსი
19.04.2019

 (რეზონანსი) საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორი ნათია კაპანაძე თანამდებობიდან გადააყენეს. აღნიშნული გადაწყვეტილება აჭარის ტელევიზიის მრჩეველთა საბჭომ მიიღო. საბჭოს ოთხმა წევრმა გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა, ერთი წინააღმდეგი წავიდა.

ნათია კაპანაძის გადაყენების თხოვნით მრჩეველთა საბჭოს ირაკლი დარცმელიძემ („ნაციონალური მოძრაობის" კვოტა) და გიგა ჩხარტიშვილმა („ქართული ოცნების" კვოტა) მიმართეს.

მათი პრეტენზია ნათი კაპანაძისადმი ტელევიზიის რეიტინგს, პროგრამული პრიორიტეტების შეუსრულებლობას და საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივი ხარჯვას უკავშირდებოდა.

ამ დროისთვის აჭარის ტელევიზიის მრჩეველთა საბჭოში სულ ხუთი მოქმედი წევრია და დირექტორის გადაყენებისთვის სამი ხმა იყო საჭირო.

დღეს დილიდან საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურის 13 ტელეოპერატორი გაიფიცა. ისინი ხელფასის გაზრდას, ან სამუშაო პირობების შეცვლას ითხოვენ. ტელეოპერატორების განცხადებით, უშუალო ფუნქციის გარდა ასრულებენ მემონტაჟის მოვალეობასაც, რასაც მათი შრომის ანაზღაურება არ შეესაბამება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×