რეზონანსი
19.04.2019

 (რეზონანსი) პრემიერ მინისტრმა პრეზიდენტის ორი სასახლისა და ორმაგი ხარჯის შესახებ განმარტება მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.

"ამ შენობას ექნება რამდენიმე ფუნქცია, მათ შორის მაღალი რანგის სტუმრების მასპინძლობის, ასევე სამუზეუმო სივრცის ფუნქცია, სადაც მისვლა საქართველოს ყველა მოქალაქეს და ტურისტს შეეძლება და შესაძლებლობა მიეცემა ნახოს ის ეროვნული საგანძური, რომლითაც ასე ვამაყობთ.

ამ ორ შენობას სხვადასხვა ფუნქცია ექნება. ეს შენობა აშენდა საქართველოს მოქალაქეების ფულით და მას საზოგადოებრივი ფუნქცია უნდა ჰქონდეს" - განაცხადა ავლაბრის რეზიდენციასთან დაკავშირებით მამუკა ბახტაძემ.

ცნობისთვის, 4 თვეში, ავლაბრის სასახლესა და ათონელზემდებარე რეზიდენციაზე ჯამურად, 3 478 795 ლარი დაიხარჯა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×