რეზონანსი
18.04.2019

 ზუგდიდის რაიონის სოფელ გრიგოლიშში სისხლიანი გარჩევა მოხდა – 28 წლის მამაკაცს ბესიკ ლაგვილავას ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმეჯერ ესროლეს, მას ორი ტყვია აქვს მოხვედრილი.

როგორც "ნიუპოსტისთვის" გახდა ცნობილი, გასროლა ბეჟან გვაზავამ მოახდინა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ზუგდიდში ახალგაზრდა მამაკაცის სხეულის დაზიანების ფაქტზე გამოძიება 19-108 მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. სამართალდამცველების მიერ დანაშაულის სავარაუდოდ ჩამდენი პირის ვინაობა დადგენილია, მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო-ოპერატიული ღონისძიებები მისი დაკავების მიზნით.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×