რეზონანსი
18.04.2019

 (რეზონანსი) უზენაეს სასამართლოსთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე გაზეთ „ასავალ-დასავალის" წარმომადგენელი ზაზა დავითაია დააკავეს.

დავითაიას დაკავება აქციაზე სიტყვიერ და ფიზიკურ დაპირისპირებას მოჰყვა. აქციაზე მთაწმინდის მაჟორიტარულ ოლქში ბლოკ „ევროპული საქართველო - თავისუფალი დემოკრატების" კანდიდატის, შალვა შავგულიძის სიტყვით გამოსვლის დროს, დავითაიამ მას მიმართა კითხვით, რატომ დგას დღეს სანდრო გირგვლიანის მკვლელების გვერდით.

დავითაიას ამ კითხვას აქციის რამდენიმე მონაწილის გაღიზიანება მოჰყვა, რაც დაპირისპირებაში გადაიზარდა.

 

 

"პირველი რადიო"

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×