(რეზონანსი) 8 წლის გოგონას სასტიკი მკვლელობა გორში - ბრალდებული იაგო ნებიერიძე სასამართლოზე შეუძლოდ გახდა, რის გამოც სხდომა 2 მაისისთვის გადაიდო.
მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფთან ის კონტაქტში ვერ შედიოდა.
იაგო ნებიერიძე სასჯელაღსრულების სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანეს.
"ის წინა პროცესზეც იღებდა მონაწილეობას, დღესაც მოსული იყო, მაგრამ სხდომის დარბაზში შემოსვლამდე შეუძლოდ გახდა და გამოკვლევებს უტარებენ. პირველადი დახმარება აღმოუჩინეს, ის კონტაქტში არ შემოდის, მე ასეთი ინფორმაცია მაქვს. უგონო მდგომარეობაში არ იყო, მაგრამ არ და ვერ ლაპარაკობდა. ამას გარდა, აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გადაისინჯა და ძალაში დარჩა", - განაცხადა ადვოკატმა მარიამ პაპოშვილმა.
8 წლის გოგონას ცხედარი 25 ოქტომბერს იპოვეს. მომხდარში ბრალდებული 34 წლის წარსულში ნასამართლევი იაგო ნებიერიძეა.