რეზონანსი
18.04.2019

 (რეზონანსი) იმ 4 ქართველს, რომლებიც თურქული მედიის ცნობით, ქურდობისთვის არიან დაკავებული, თურქმა სამართალდამცველებმა ბინაში დარჩენილი ორცხობილით მიაგნეს.

როგორც ადგილობრივი მედია წერს, ერთ-ერთი სახლის გაქურდვისას ქურდებს სახლში დარჩათ ახლომდებარე მაღაზიაში ნაყიდი ორცხობილა. სამართალდამცავები სწორედ ამ ორცხობილის კვალს მიჰყვნენ და იმ მაღაზიის სათვალთვალო კამერების ჩანაწერები გაშიფრეს, სადაც ეს ორცხობილა იყო ნაყიდი.

პოლიციამ დაკავებულთა საცხოვრებელი ბინიდან ნაქურდალი ნივთები ამოიღო, მათ შორის, საათები, კომპიუტერები, ოქროს სამკაულები და ფული.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×