რეზონანსი
18.04.2019

 (რეზონანსი) წალენჯიხის მინიციპალიტეტ დაბა ჯვარის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ დღეს 29 წლის ქალი მანქანაში ამშობიარა. ექიმმა ირინა სამუშიამ „პრაიმტაიმს" უთხრა, რომ მამ მშობიარობა პირველად მიიღო.

„დაიბადა გოგონა, 3 კგ და 300 გრამი. სოფელ ბარჯაში იყო გამოძახება და, დაახლოებით, ერთი კმ-ის გავლის შემდეგ ქალს ფიზიოლოგიური მშობიარობა დაეწყო. კარგად გრძნობს თავს დედა-შვილი. ძალიან ემოციური იყო ეს ყველაფერი", - გვითხრა ექიმმა.

დედა-შვილი სასწრაფომ ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანა. ისინი თავს კარგად გრძნობენ. გოგონა ოჯახის მეხუთე შვილია.

 

 

"პრაიმტაიმი"

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×