რეზონანსი
18.04.2019

 (რეზონანსი) სამეფო კარზე ახალი სკანდალი მწიფდება. კერძოდ, ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის ადვოკატი, ლევან გორელაშვილი აცხადებს, რომ დავით ბაგრატიონ-მუხრანელი ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის შვილის ცემის კადრების გამოქვეყნებით ემუქრება.

„ბოლო ორი კვირის განმავლობაში დავით მუხრანელი ცდილობს დაგვიყოლიოს, რომ დავა შევწყვიტოთ და ამას სხვადასხვა მეთოდით ახდენს. ჯერ სთხოვა ანას, შემდეგ თანხა შესთავაზა, რომ არ გაგვესაჩივრებინა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება. მას შემდეგ რაც მან უარი მიიღო, ბოლოს შემოგვითვალა მუქარა. თუ ერთი კვირის განმავლობაში არ შევწყვეტდით ყველა დავას, გაასაჯაროვებდა კომპრომატს ანას წინააღმდეგ. დავით ბაგრატიონის თქმით, მას აქვს მტკიცებულება ანას მიერ შვილის, გიორგის ცემის. მსგავსი რამ რეალურად არ არსებობს და ეს არის სიცრუე. სწორედ ასე გეგმავენ შავი პიარის აგორებას ახლა ანას წინააღმდეგ. მინდა განვაცხადო, რომ ჩვენზე ეს მუქარა არ გაჭრის და არანაირი დავის შეწყვეტას არ ვაპირებთ. მუქარის აუდიო ჩანაწერი არსებობს კანონიერი გზით მოპოვებული და აუცილებლობის შემთხვევაში ჩვენ გავასაჯაროებთ. ჩანაწერში ვსაუბრობთ ორი ადვოკატი და დავით ბაგრატიონის ადვოკატი საუბრობდა სწორედ მისი სახელით", - აცხადებს გორელაშვილი.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×