რეზონანსი
18.04.2019

 გერმანიის მინისტრთა კაბინეტმა დეპორტაციის შესახებ სადავო კანონი დაამტკიცა. საქმე ეხება პროექტს, რომლის მიხედვითაც, თავშესაფრის მაძიებლებს, რომელთაც გერმანიაში დარჩენაზე უარი უთხრეს, დეპორტაციამდე ციხეებში გადაიყვანენ. გერმანელი პოლიტიკოსების უმეტესობა კანონპროექტს აკრიტიკებს და აცხადებს, რომ ახალი რეგულაციები ევროკავშირის კანონმდებლობას ეწინააღმდეგება.

გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტრო კი ამტკიცებს, რომ არალეგალი მიგრანტების თავშესაფრები გადავსებულია და ამიტომ აუცილებელია მათი ციხეებში გადაყვანა, სადაც თავშესაფრის მაძიებლებს კრიმინალებისგან განცალკევებით მოათავსებენ.

გერმანიამ 2018 წელს 23 600 ადამიანის დეპორტაცია მოახდინა, მაგრამ კიდევ 31 000-მა მიგრანტმა, რომელთაც ასევე დაავალდებულეს ქვეყნის ტერიტორიის დატოვება, გერმანიაში დარჩენა მოახერხა.

ამ კანონის ამოქმედების შემთხვევაში რა ელით ქართველ ემიგრანტებს? ბოლო პერიოდში ყველაზე მეტი არალეგალი ევროპის ქვეყნებიდან სწორედ გერმანიიდან გამოაძევეს.  საერთოდ კი, შარშან მსოფლიოს 35 ქვეყნიდან დეპორტირებული იყო საქართველოს 4 566 მოქალაქე, რაც 2017 წლის მონაცემთან შედარებით 10,66%-ით (440 ადამიანით) მეტია. არალეგალთა დეპორტაციის კუთხით გერმანია მსოფლიო ქვეყნების სამეულშია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×