რეზონანსი
18.04.2019

 ქარბუქმა და შეზღუდულმა ხილვადობამ ავტომაგისტრალებზე პრობლემები შექმნა. რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის გუდაური-კობის მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

გზის გახსნას ამ დრომდე ასობით მძღოლი ელოდება. მათ ავტომობილებით გადაადგილების უფლება არ აქვთ. პრობლემა შეექმნათ რამდენიმე ავტომობილის მგზავრებს, მათ შორის ავტობუსს, რომელსაც მგზავრები რუსეთიდან საქართველოს მიმართულებით გადმოჰყავდა. ისინი გზის იმ მონაკვეთზე ჩარჩნენ, სადაც ზვავსაშიშროება იყო. მათი უსაფრთხო ადგილზე გადაყვანა გუშინვე მოხერხდა.

გზა მთელი დღის განმავლობაში იწმინდებოდა. საავტომობილო გზების დეპარტამენტის თანამშრომლები გარემოს ეროვნული სააგენტოს მითითებას ელოდებიან იმის შესახებ, თუ როდის გააგრძელონ გზის გაწმენდა, თუმცა ჯერჯერობით კონკრეტული დროის დასახელება უჭირთ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×