რეზონანსი
18.04.2019

 ხანგრძლივი წვიმების შედეგად ხარაგაულის მუნიციპალიტეტში პრობლემები შეიქმნა. წყალმოვარდნების შედეგად დაიტბორა გზები და სანიაღვრე არხები. ამ დროისთვის ჩამოწოლილი მეწყერის შედეგად მოძრაობა შეზღუდულია ვანი-სხლითის დამაკავშირებელ გზაზე.

გაიწმინდა მდინარე ჯიხველას კალაპოტი, რომლის მოდინების შედეგად სანიაღვრე არხმა წყალი აღარ გაატარა და მიმდებარე საცხოვრებელი სახლი დატბორა.

ხარაგაულის მერიის სამსახურები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ. სტიქიის ადგილებზე მობილიზებულია ტექნიკა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები.

სინოპტიკოსების ცნობით, უამინდობა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე კიდევ რამდენიმე დღე გაგრძელდება.

(პრაიმტაიმი)

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×