რეზონანსი
17.04.2019

 (რეზონანსი) "ლევან მურუსიძეს გირგვლიანის საქმეში არცერთი გრამი დანაშაული არ აქვს" - ამის შესახებ ქართული ოცნების პიარ-კონსულტანტმა ლაშა ნაცვლიშვილმა TV პირველის გადაცემა "პოლიტმეტრში" სტუმრობისას ისაუბრა.მისი თქმით, ოპოზიციის მხრიდან მიმდინარეობს შეტევა "ქართულ ოცნებაზე" და სამიზნედ ამორჩეულია ლევან მურუსიძე.

"მათი მძლავრი პიარული შეტევის გამო ეს კაცი ასოცირებულია გირგვლიანის საქმეში ყველაზე ბრალეულ ადამიანად და მე თქვენ გეუბნებით, არცერთი გრამი დანაშაული ამ კაცს გირგვლიანის საქმეში არ აქვს, ხოლო მისი ხელების გადაგრეხა, როგორც საკასაციო ინსტანციის მოსამართლისა განხორციელდა გზადაგზა. ერთი ხელი ამოუტრიალა გიორგი ღვინიაშვილმა, როდესაც მისი პროკურორობის დროს გირგვლიანის საქმე არ დააკვალიფიცირა განზრახ მკვლელობით და დააკვალიფიცირა სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებით, მეორე ხელი ამოუტრიალა ბოკერიამ, როდესაც შეცვალა კანონები და ზედა ზღვარი ჩამოუყვანა და მესამე ხელი ამოუტრიალა შალვა შავგულიძემ, რომელმაც არ დაწერა სააპელაციო საჩივარი"- განაცხადა ლაშა ნაცვლიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×