რეზონანსი
17.04.2019

 (რეზონანსი) იმ კომპანიის გვერდი, რომლის დაკვეთითაც თბილისში, მელიქიშვილის გამზირზე, ბილბორდზე რამდენიმე დღის განმავლობაში ტრიალებდა რეკლამა გზავნილით „ჩათლახბარათი", ფეისბუქში აღარ იძებნება

შსს-მ კომპანიის საქმიანობასთან დაკავშირებით გამოძიება მას შემდეგ დაიწყო, რაც მათ მედიასაშუალებებმა მიმართეს. გამოძიება ტრეფიკინგის მუხლით მიმდინარეობს. შსს ცნობით, უწყების ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში გამოკითხვის მიზნით დაბარებულია ე.წ. "მასაჟის ცენტრის" მფლობელები და თანამშრომლები.

რეკლამა თბილისსა და ბათუმში მოქმედ ერთ-ერთ კომპანიას ეკუთვნოდა, რომელიც მომხმარებელს კლასიკურ და ეროტიკულ მასაჟს სთავაზობდა. ფეისბუქის გვერდზე კი გამოქვეყნებული ჰქონდა ქალების ფოტოები და სექსისტური შინაარსის წარწერები, რომლის თანახმადაც, მათთან კლიენტებზე ასაკობრივი შეზღუდვა არ მოქმედებდა. ელექტრონული ბილბორდიდან გაქრა რეკლამაც გზავნილით „ჩათლახბარათი".

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×