რეზონანსი
17.04.2019

 (რეზონანსი) თბილისის მეტროპოლიტენში დღეს დილით კვლავ შეფერხება მოხდა. "პრაიმტაიმის" ცნობით, მატარებელი „ახმეტელის თეატრის" და „სარაჯიშვილის" მეტროსადგურებს შორის, გვირაბში დაახლოებით 20 წუთის განმავლობაში გაჩერდა.

მგზავრების ინფორმაციით, ხალხის ნაწილი გვირაბში ფეხით გადაადგილდებოდა.

შეფერხებას ადასტურებენ თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში, თუმცა უარყვეს ინფორმაცია მგზავრების გვირაბში გადაადგილების თაობაზე.

მათი განცხადებით, შეფერხება მოხდა ათი წუთით და გვირაბში მგზავრები არ გასულან.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×