რეზონანსი
17.04.2019

 (რეზონანსი) ჩვენ დავიწყეთ კომუნიკაცია ტაქსის მძღოლების საინიციატივო ჯგუფთან და დავაკმაყოფილეთ მათი ძირითადი მოთხოვნები. მათ ექნებათ ორი ალტერნატივა - სურვილის შემთხვევაში, სრულიად უფასოდ მიიღონ ფირის გადაკვრის ან გადაღებვის ვაუჩერი - ამის შესახებ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე, თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

მერმა ასევე მეორე რეგულაციაზე, მარჯვენასაჭიანი მანქანების ჩანაცვლებაზეც ისაუბრა და განმარტა, რომ წელიწად-ნახევარი, რაც მძღოლებს მიეცათ სრულიად საკმარისია, ხოლო ეს რეგულაციები გადავადების მიუხედავად, აუცილებლად ამოქმედდება და რეფორმის შეფეხერხებას ან გადავადებას არანაირი საფრთხე არ ემუქრება.

რაც შეეხება მარჯვენასაჭიან მანქანებს, 2021 წლის 1 იანვრამდე აქვთ დრო, რომ მარჯვენასაჭიანი მანქანები ჩაანაცვლონ.- განმარტა მერმა.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×