რეზონანსი
17.04.2019

 პირველად ამერიკის ისტორიაში, შტატების მომავალი პრეზიდენი შესაძლოა ღიად ჰომოსექსუალი კაცი გახდეს. საუბარია პიტ ბუთეჯეჯზე, რომელმაც უკვე ოფიციალურად დაიწყო ბრძოლა, რომ დემოკრატიული პარტიის მიერ დასახელებული კანდიდატი გახდეს.

37 წლის პიტ ბუთეჯეჯი თავის სექსუალურ ორიენტაციას არ მალავს და დემოკრატების შესაძლო კანდიდატებს შორის ყველაზე ახალგაზრდაა. მისი კონკურენტები, 77 წლის სენატორი ბერნი სანდერსი და 69 წლის სენატორი ელიზაბეტ უორენი არიან.

მიუხედავად იმისა, რომ ახალგაზრდა პრედენდენტს პოლიტიკაში დიდი გამოცდილება არ აქვს, მას ხალხმა დამაჯერებელი მხარდაჭერა გამოუცხადა და გამოკითხვებშიც მოწინავე ადგილს იკავებს. პიტ ბუთეჯეჯი 2012 წელს ქალაქ ინდიანას მერი იყო და საარჩევნო კამპანიის ფარგლებში პირველი კრებაც სწორედ იქ გამართა.

(პრაიმტაიმი)

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×