რეზონანსი
17.04.2019

 ”პანორამა თბილისის” მშენებლობა დროებით შეჩერებულია - ეს გადაწყვეტილება ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექტირების სამსახურმა მიიღო. უწყების წარმომადგენლებმა შემთხვევის ადგილი გვიან ღამით დატოვეს. ბიძინა ივანიშვილის კომპანიის შესახებ დასკვნა, რამდენიმე დღეში იქნება ცნობილი, თუმცა პირველადი ინფორმაციით, მშენებლობაზე უსაფრთხოების ნორმები დარღვეული იყო, რაც სამი ახალგაზრდის სიმაღლიდან ჩამოვარდნის მიზეზი გახდა. იმ შემთხვევაში, თუ კომპანიის ბრალეულობა დადგინდება მას 10 ათას ლარამდე ჯარიმის გადახდა მოუწევს.

"მოკვლევის პროცესში აღმოჩენილი ხარვეზების გამო, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება რომ შევაჩეროთ სამუშაოები, სანამ არ მოხდება მისი სრულად აღმოფხვრა", - აცხადებს ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსი ბექა ფერაძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×