რეზონანსი
17.04.2019

 42 წლის კაცმა საკუთარ საცხოვრებელ ბინას ცეცხლი წაუკიდა. შენობიდან გაქცეულ მეზობლებს კი ცივი იარაღით დაესხა თავს. შედეგად 5 ადამიანი მოკლა და 13 დაჭრა. ყველაზე ახალგაზრდა მსხვერპლი 12 წლის მოზარდია.

ინციდენტი სამხრეთ კორეაში მოხდა. "ბიბისის" ინფორმაციით, 42 წლის ეჭვმიტანილი პოლიციამ უკვე დააკავა და მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს.

სამართალდამცველების წინასწარი ვერსიით, თავდასხმა ტერორისტული ხასიათის არ არის და სავარაუდო მოტივად ეჭვმიტანილის პირადი პრობლემები სახელდება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×