თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი აცხადებს, რომ "პანორამა თბილისის" მშენებლობაზე მუშის ჩამოვარდნის ეს პირველი შემთხვევა არ არის. მისი თქმით, სოფელ ტყვიავში მისივე კარის მეზობელი ამ მშენებლობიდან რამდენიმე კვირის წინ ჩამოვარდა და გარდაიცვალა. თუმცა ეს ფაქტი არც მედიას და არც არავის გაუხმოვანებია.
„პანორამა თბილისის" მშენებლობაზე ეს პირველი შემთხვევა არ ყოფილა, როცა მუშები სიმაღლიდან ჩამოვარდნენ. რამდენიმე თვის წინ ჩემი კარის მეზობელი დაიღუპა, რის შესახებაც არც ერთ საინფორმაციო საშუალებას არ განუცხადებია, სწორედ იმიტომ, რომ ეს მშენებლობა ეკუთვნის ძლიერთა ამა ქვეყნისა", - განაცხადა ოქრუაშვილმა გადაცემა „რეაქციაში".
ცოტა ხნის წინ პანორამა თბილისის მშენობლებისას მუშები სიმაღლიდან ჩამოვარდნენ და დაშავდნენ. ადგილზე „აუდიტორია 115-ისა" და შრომის ინსპექციის წარმომადენლები მივიდნენ, თუმცა ისინი ობიექტზე რაღაც დროის მანძილზე არ შეუშვეს, რის გამოც დაპირისპირება მოხდა მათ შორის. დაშავეული მუშები კლინიკაში არიან მოთავსებულები, ორ მათგანს ტვინის შერყევა და დაჟეჟილობები აღენიშნება, ერთის მდგომარეობა კი მძიმეა.